"კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია" | ნანა საჯაია

გამოქვეყნდა:

"კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია", - ამის შესახებ FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი, ნანა საჯაია სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, კანონ-პროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი (რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან) და სტივ კოენი (დემოკრატი ტენესიდან) არიან.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.

აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, "ქართული ოცნების" მთავრობაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი