"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა - ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის" | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადადო.

თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ხვალ კი სასამართლო ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა - ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის.

ხვალ მოსამართლე ხალხით სავსე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს, დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში. პროცესის დრო - 10:30 საათი. შევხვდებით პროცესზე", - წერს ადვოკატი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი