"ჰადსონის ინსტიტუტის" პანელური დისკუსია საქართველოზე | მომხსენებელთა შორის სალომე ზურაბიშვილი იქნება

გამოქვეყნდა:

პანელური დისკუსია ჰადსონის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოზე თემაზე თბილისის დროით დღეს, 19 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი კონფერენციას თბილისიდან, ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება.

საუბრის თემა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებული და მიმდინარე მოვლენები, ასევე "ქართული ოცნების" კრემლთან დაახლოების პოლიტიკა იქნება.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესმენი ჯო უილსონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ უოლკერი, მაკკეინის  ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლორა თორნტონი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი და ჰადსონის ინსტიტუტის  პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი