უკრაინის პრეზიდენტმა "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული ჩრდილო კორეელების სამხედრო დანაკარგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისათვის დაახლოებით 4 ათასი სამხედრო დაიჭრა და დაიღუპა:
"პუტინი არ ინახავს თავის ინვესტიციებს მხოლოდ აგრესიაში. ის აორმაგებს მათ. მან ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების დაქირავებაც კი დაიწყო ამ ომის გასაგრძელებლად. ჩრდილოეთ კორეა ომის წარმოების თანამედროვე მეთოდებს სწავლობს. ისინი არ აფასებენ თავიანთ ხალხს. დღეს მათ დაკარგეს 4000 ადამიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, ამ შეხვედრაზე გამოაცხადა პენტაგონმა უკრაინის დახმარების ახალი, 500 მილიონიანი პაკეტი.
შეხვედრა, რომელიც გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზა „რამშტაინში“ მიმდინარეობს, ზელენსკიც ესწრება.