ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად "ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის არცერთი წევრი არ მიუწვევიათ

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, 20 იანვარს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად "ქართული ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის არცერთი წევრი არ მიუწვევიათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "რადიო თავისუფლება" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მოწვევა არ მიუღია არც არალეგიტიმურ პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილს. 

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მას პირადი მოწვევა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა გაუგზავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი