თელავში გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ასეულის მეთაურის, სულო ტურაშვილის წუხელ კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც სულო ტურაშვილს "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრარში ამბობს, მას ექიმები ორჯერ დაუკავშირდნენ, პირველად უთხრეს, რომ covid19 არ ჰქოდნა, თუმცა მეორე დაუკერეს და შეატყობინეს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ტურაშვილის თქმით, დისტანციის დავცით კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. თუმცა ამ ადამიანისგან გადაედო ვირუსი თუ არა ეს ჯერ უცნობია.
დაახლოებით 5-ის ნახევარზე დავრეკე მე უარტოფითიაო, 12- აკლდა 15 წუთი, რომ დამირეკეს და გაქვსო. აჭარიდან ჩამოწული, ჩემს მეზობლად 3-4 მეტრ დისტანციით მქონდა, შეხებით, როგორ მოკითვა ასე, რომ ვთქვათ, ხელიც არ ჩამოურთმევია არაფერი. არ ვიცი ახლა, ზუსტად იმისგან წამოვიდა ეს ყველაფერი თუ ვისგან წმაოვიდა ვერ გეტყვით. მშვენივრად ვგრძნობ თავს. მახველებს, ოღონდ გავცივდი მე, ჯარისკაცი ვარ და გავიოფლე და ოფლი შემაშრა. ექიმთანაც ვიყავი ფილტვებზე მოვასმენინე და ბრონხების გაციება გაქვსო, - თქვა სულო ტურაშვილმა.
თელავის სამხედრო ბაზაზე, გვარდიაში გამოცხებულია კარანტინი და ჯარისკაცებს covid 19-ზე ტესტირებას უტარებენ. ასეულის მეთაური, ამ დომდე სახლში იმყოფება და მის ოჯახის წევრებს ტესტირება ჯერ არ ჩატარბიათ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო
კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.