"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში | შეერთებული შტატების ხელისუფლება ოლიგარქის რეჟიმს რადიკალურად დაუპირისპირდება

გამოქვეყნდა:

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ოფიციალურად დარეგისტრირდა. კონგრესმენმა ჯო უილსონმა, დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მთავარი დოკუმენტია, ოფიციალურად წარადგინა კონგრესში. შემდეგი ნაბიჯი აქტის განხილვა და კენჭისყრაა. ამერიკელი პოლიტიკოსი აანონსებს, რომ ამ ნაბიჯს შეერთებული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლება უახლოეს მომავალში გადადგამს. 

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმად ქცეული "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარება, საფინანსო დახმარების შეწყვეტა, სანქციების სრული ამოქმედება და ოჯახების წევრებზე გავრცელება და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება - ეს არის "ქართული კოშმარის აქტის" მთავარი პოსტულატები. ვაშინგტონი თბილისთან ურთიერთობაში ამ მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებს, რაც ჯო უილსონის კიდევ ერთ განცხადებით დადასტურდა. 

რა ადასტურებს, რომ უახლოეს მომავალში შეერთებული შტატების ხელისუფლება რადიკალურად დაუპირისპირდება ოცნების რეჟიმს - უფრო ვრცლად ნახეთ ნინო სამყურაშვილის სიუჟეტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი