
კორონავირუსისთ გარდაცვლილი 38-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 61 წლის ქალი საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვნაეს და გული აწუხებდა.
პაციენტი - 61 წლის, ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 30 სექტემბერს, ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბმისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო
კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.