ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა 

გამოქვეყნდა:

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. 

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, თუმცა ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.

სტიქია უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ხანძარი აშშ-ის ისტორიაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი