მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.
დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებენ, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს სთავაზებენ, ოდენობის განსაზღვრას კი მათ ანდობენ. პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.
სხდომას ესწრებიან დაკავებულები. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მსახიობები, რეჟისორები, პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, ის პროკურატურის მოთხოვნით 5 მარტამდეა გადადებული, იმის გამო რომ ბრალდების მხარეს დაკავებულების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.
სხდომის დაწყებამდე სასამართლოს დერეფანში ხმაური იყო. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესზე დასწრების საშუალება ბრალდებულების ახლობლებს შეზღუდული რაოდენობით მიეცათ. ისინი სასამართლო დარბაზის შეცვლას და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებას მოითხოვდნენ.
იხილეთ: