საქალაქო სასამართლოს ეზოში რეჟიმის პატიმრების ახლობლები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, ხალხმრავლობაა ეზოშიც. სასამართლოსთან დილიდან იკრიბებიან რეჟიმის პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები. 

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ოლიგარქის პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ, ოდენობის განსაზღვრას კი მათ მიანდობენ. პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი