დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე EU-ში განხილვები დღეიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

დღეს ბრიუსელში  უვიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით, ელჩების დონეზე, განხილვა იწყება, თვის ბოლოს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საბოლოოდ დაამტკიცებენ გადაწყვეტილებას. 

საუბარია დიპლომატიური პასპორტებისა და ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში შესასვლელად სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე. შეზღუდვა არ შეეხება რიგით მოქალაქეებს. 

EU "ქართული ოცნების" დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე 16 დეკემბერს შეთანხმდა. ევროკომისიამ კი შესაბამისი წინადადება 20 დეკემბერს წარადგინა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი