რუსეთში "გეიმერებს" იდენტიფიცირებას და ვიდეოთამაშების მარკირებას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

რუსი კანონმდებლები შეშფოთებულნი არიან რუსებზე ვიდეო თამაშების უარყოფითი გავლენით და ამ სფეროს რეგულირებას გეგმავენ. სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გამოაცხადა, რომ მოქალაქეების თამაშების "დესტრუქციული შინაარსისგან" დასაცავად კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც რუსეთის დუმაში 2024 წლის დეკემბერში შევიდა.

კანონპროექტის თანახმად ვიდეო თამაშების გამომცემლებს მომხმარებლების იდენტიფიცირება დაევალებათ. ამისთვის კი შემოთავაზებულია 3 გზა სახელმწიფო სერვისების პორტალი, ბიომეტრია ან ტელეფონის ნომერი.

კანონპროექტის თანახმად ციფრულ პლატფორმებს მოეთხოვებათ თამაშების მარკირება, რათა აცნობონ მოთამაშეებს თამაშის „ასაკობრივი კლასიფიკაციის, შინაარსის სპეციფიკისა და შიდა გადახდების შესახებ“.

სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს კანონპროექტის მიღების პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემაა ის, რომ ნაკლებ სავარაუდოა საერთაშორისო სათამაშო პლატფორმებმა თავიანთი სისტემები რუსული ავტორიზაციის მოთხოვნებს მოარგონ,  ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ტერიტორიაზე უცხოური სათამაშო სერვისების ფართომასშტაბიანი დაბლოკვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი