ანდრო ჭიჭინაძის, ონისა ცხადაძისა და კიდევ 9 სხვა პირის სასამართლო პრცესზე დაცვის მხარემ მოსამართლის ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
"ის რაც ახლა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გააკეთა არის სახე დღევანდელი სასამართლოს მიკერძოების.
დაცვის მხარემ დავაყენეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა," - წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის სასამართლოში, დღეს, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და რეჟიმის კიდევ 9 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, დატოვებს თუ არა დაკავებულებს სასამართლო წინასწარ პატიმრობაში. აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.