"ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ეს ბიჭები... აუცილებლად გაიმარჯვებენ," - ამის შესახებ აქციების მიმდინარეობის დროს უკანონოდ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
"როგორც ადვოკატს მე არ მქონია მსგავსი პროცესი და მსგავსი შემთხვევაა, როდესაც მოსამართლე ასე ცალსახად, ვიდრე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა, მანამდე ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას და ამავდროულად ემხრობა ბრალდების მხარეს.
მოსამართლემ თქვა, რომ ის მსჯელობდა საკითხზე, ჯერ ერთი ვერ ვხვდები რატომ უნდა იმსჯელო რომელზეც შენ გუშინ გქონდა შანსი, რომ დაგესაბუთებინა რაღაც და ამის გადაწყვეტილება დაგედო, თუმცა მოსამართლემ იგრძნო, რომ ეს იყო მისი ჩირქი, გუშინდელი ჩირქი, რომელიც სირცხვილის მეტი არაფერი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ამ მოსამართლეს მოუნდება, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებაც ახსნას იმიტომ, რომ ვერ გაიზარდა გუშინ რა გადაწყვეტილებას იღებდა და ვერ გაიაზრა დღეს რა გადაწყვეტილებას იღებს.
ილუზია იყო ის, რომ ნახევარი საათი თუ 40 წუთი ველოდებოდით გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ამ მოსამართლემ დარბაზში შემოსვლიდან პირველივე წუთში უკვე იცოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. ის პროცესი რაც ჩვენ ვიხილეთ იყო ზუსტად ის რაც მე წინა დღეებში ვთქვი, ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ეს ბიჭები და მათი ხელმძღვანელი არის ანდრო ჭიჭინაძე. ეს ბიჭები აუცილებლად გაიმარჯვებენ და ეს ბიჭები აუცილებლად მიიღებენ ოვაციას და მხურვალე აპლოდისმენტებს საზოგადოებისგან მაშინ როდესაც დამტკიცდება მათი სიმართლე," - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.