Reuters: აშშ-მა რუსეთის ნავთობის ფლოტი და მოვაჭრეები დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

აშშ-მა რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დოკუმენტის მიხედვით, სანქციებს დაახლოებით 180 გემი, ათობით მოვაჭრე, ორი მსხვილი ნავთობკომპანია და რუსული ნავთობის ინდუსტრიის ზოგიერთი მენეჯერი ექვემდებარება. კერძოდ, ვაშინგტონი სანქციებს უწესებს ორი უმსხვილეს ნავთობკომპანიას - Gazprom Neft-სა და Surgutneftegaz-ს, ასევე მზღვეველებს - Ingosstrakh-სა და Alfastrahovanie-ს, რომლებიც აზღვევენ ინდოეთში რუსული ნავთობის მიმწოდებელი გემების უმეტესობას.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა ინფორმაციამ პარასკევს ნავთობის მსოფლიო ფასების 3%-ით (დაახლოებით 80 დოლარით) ზრდა გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ სანქციები გამოიწვევს რუსული ნავთობის ექსპორტის სერიოზულ შეფერხებებს მისი მთავარი მყიდველებისთვის - ინდოეთსა და ჩინეთში.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი 12 მარტამდე გარდამავალი პერიოდის არსებობას დაუშვებს, რათა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტრანზაქცია დასრულდეს. 

მანამდე აშშ-ის სანქციებს ასობით გემმა და რუსი ნავთობით მოვაჭრეების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ თავიდან აიცილა, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იბრძოდა ბალანსის დამყარებისთვის სანქციების გამკაცრების აუცილებლობასა და ნავთობის ფასების გლობალური ზრდის თავიდან აცილებას შორის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი