ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 25-მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს. გადაწყვეტილება დღეს, 10 იანვარს გახდა ცნობილი როდესაც მადურო საპრეზიდენტო ფიცს დებს.
ჯილდოები ასევე დაწესებულია ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრ დიოსდადო კაბელოს დაპატიმრებას ან მსჯავრდადებას.
15-მილიონ დოლარამდე ჯილდოა დაწესებული თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ პადრინოსთვის.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 51%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი იყო, ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებდა, რომ რეალურად გონსალესმა გაიმარჯვა ხმების 70%-ზე მეტით. ედმუნდო გონსალესის გამარჯვება დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.