"რადგან პატიმრობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა, მისი გამოყენება საგამონაკლისოდ, მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, ბრალდებულის მხრიდან მომდინარე რეალური საფრთხეების აღსაკვეთად უნდა მოხდეს", - წერს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
"პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე. მისი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის ან ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად.
რადგან პატიმრობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა, მისი გამოყენება საგამონაკლისოდ, მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, ბრალდებულის მხრიდან მომდინარე რეალური საფრთხეების აღსაკვეთად უნდა მოხდეს.
ამის მიუხედავად, საიას სასამართლო პროცესების მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენება მზარდია. თუ ეს ასე ხდება ჩვეულებრივ, რიგით პროცესებზე, ის მით უფრო მოსალოდნელია პოლიტიკურად მნიშვნელოვან პროცესებზე. დღევანდელი სხდომაც ამას ადასტურებს.
ჩვენ ვაკვირდებოდით მათთვის პატიმრობის შეფარდების პირველ სხდომებსაც. თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული", - წერს ქურდოვანიძე.