ევროპული სანქციები მოქმედებას იწყებს - ერთ თვეზე ნაკლებ დროში რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვები შევა ძალაში.
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ამიერიდან ვიზის აღება დასჭირდებათ. ეს სანქცია ვრცელდება ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა ლიდერზე და მათ შორის პარტია "ქართული ოცნების" მაღალი რანგის პირებზეც.
ბრიუსელის ხისტი გადაწყვეტილება არ ვრცელდება რიგით მოქალაქეებზე - უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში ძალაშია და ამ მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება.
ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ როდისთვის უნდა ველოდოთ იურიდიული და ტექნიკური დეტალების საბოლოო დაზუსტებას - უფრო ვრცლად ნახეთ ნინო სამყურაშვილის სიუჟეტში.