ამერიკული სანქციების "ქართული ოცნების" რეჟიმის წევრების მიმართ უახლოეს მომავალში გაფართოვდება. დღეს მედიაში გამოქვეყნდა იმ ქართველების ჩამონათვალი, რომელთა გვარებიც შავ სიაში მოხვდა.
შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივნის მაგიდაზე უკვე დევს 25 ქართველის გვარისგან შედგენილი დოკუმენტი და პოლიტიკურ კულუარებში უკვე დაზუსტებით არის ცნობილი, რომ მარკო რუბიო ამ დოკუმენტს, თანამდებობაზე დანიშვნიდან უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს.
დასანქცირებულთა ჩამონათვალში ძირითადად ივანიშვილის ოჯახის წევრები და პოლიტიკურად და ბიზნეს საქმიანობით მჭიდროდ დაკავშირებული პირები მოხვდნენ, თუმცა თბილისში მიიჩნევენ, რომ სანქცირების საბოლოო დოკუმენტი კორექტირებული იქნება.
უფრო ვრცლად ნახეთ ნატალი ჯახუტაშვილის სიუჟეტში.