"ჩვენ გვრცხვენია ფიცოსი" | სლოვაკეთის პრემიერის პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში მასშტაბური აქციები გაიმართა

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად მასშტაბური აქციები გაიმართა.

ფიცოს მიმართ მოსახლეობის პროტესტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პოპულისტი პოლიტიკოსი შობის წინ მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

"ფიცოს პუტინთან შეხვედრა მიუღებელია იმ დროს, როდესაც ჩვენი მეზობლები უზარმაზარი სამხედრო აგრესიის წინაშე დგანან, იმ დროს, როდესაც მთელი ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო გმობს ამ აგრესიას", - თქვა აქციის ორგანიზატორმა.

"ჩვენ გვრცხვენია ფიცოსი", - სკანდირებდნენ ბრატისლავასა და სლოვაკეთის სხვა ქალაქებში შეკრებილი მოქალაქეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი