"აცილებას ვეთანხმები, რადგან არანაირი განხილვა არ ყოფილა იმაზე, რა ბრალიც წამიყენა პროკურორმა. თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები, ისე მომისაჯეთ პატიმრობა. ერთ რამეში მადლობასაც გეტყვით - მომეცა საშუალება და ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე.
თქვენ ამ სასჯელის მოსჯით მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა.
ერთი რაღაც მინდა, გკითხოთ ბატონო მოსამართლე, მოძღვარი თუ გყავთ? როგორც ადამიანი ადამიანს გეკითხებით, თუ გყავთ მოძღვარი? თუ არ გყავთ მოძღვარი, გირჩევთ, გყავდეთ და მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო მოსამართლე. ბოროტებაა, როდესაც ასეთ ახალგაზრდებ... საქართველოს ვხედავ ამ ახალგაზრდებში, არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ, მათ დედებს ცრემლიანებს ტოვებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, მითხარით? ეს არანაირ სამართალში არ ჯდება... სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვთ, ეს სხდომა წაიყვანოთ."
- ასე მიმართა ოლიგარქის რეჟიმის პატიმარმა, ვეფხია კასრაძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს.