ოლიგარქის რეჟიმის ერთ-ერთი პატიმარი, ირაკლი მიმინოშვილი პროცესზე ცუდად გახდა.
მან დარბაზში ჰაერის უკმარისობის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო და დარბაზიდან გაიყვანეს.
მანამდე ხალხის სიმრავლის გამო ადვოკატებმა დარბაზის შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 8 პატიმრის - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება.