ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა, მათმა ადვოკატებმა და დამსწრეებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ისინი სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანას ითხოვენ და სკანდირებენ"მოსამართლე მონა!". სხდომის მიმდიანრეობისას დაცვის მხარემ რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია.
ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან ხმაურია.