"გპირდებით, ბოლომდე ვიქნები ჩართული... ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომელშიც უსათუოდ გავიმარჯვებთ" | პრეზიდენტი ზუგდიდში აქციას შეუერთდა

გამოქვეყნდა:

"მე შემიძლია ერთი რამე დაგპირდეთ, რომ ბოლომდე მე ვიქნები ჩართული... ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელშიც უსათუოდ გავიმარჯვებთ", - ასე მიმართა საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში აქციაზე შეკრებილებს.

"ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული. სხვა გზა არ არის, რადგან სხვა გზა არ დაუტოვა არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან და თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ მე მაქვს არანაკლებად თქვენი ყველასი, თითოეულის იმედი. იმიტომ, რომ ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებთ ვინმე ბელადის ხელით და ვიღაცის მხოლოდ იმედით, შენ რომ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაცა თავისით მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ, თუ ყველანი ვიქნებით ბოლომდე ჩართული. როგორც ვართ დღეს და როგორც ვიქნებით ხვალ. მე შემიძლია ერთი რამე დაგპირდეთ, რომ ბოლომდე მე ვიქნები ჩართული, ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის. ეს იწყება საზღვარგარეთ... მე თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. იქ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი