ქობულეთში ევროინტეგრაციის მომხრეების აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია გაიმართა ქობულეთშიც. ევროინტეგრაციის მომხრეები ქობულეთის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. 

ისინი ეწინააღმდეგებიან რუსულ რეჟიმს და აცხადებენ, რომ ყველა ქალაქიდან და რეგიონიდან უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა. მათივე თქმით ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა "ქართული ოცნების" წინააღმდეგია.  

ქობულეთში შეკრებილები ახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი