როგორ ყალბდება არჩევნები ციხეში? | ყოფილი პატიმრისა და დამკვირვებლის მონაყოლი "შაბათის მთავარისთვის"

გამოქვეყნდა:

"უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას ხმების მობილიზებაში, ოღონდ არა ნაციონალების დროს ისინი ისეთი საზიზღები იყვნენ მაგათ, როგორ დავეხმარებოდი დანარჩენ მთავრობებს ვეხმარებოდი. ჩემს კამერაში იყვნენ ისეთები ვისაც ვავალებდი ვისთვისაც უნდა მიეცათ ხმა არჩევნებში" - ამბობს "მთავარ არხთან" გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი მსჯავრდებული სატელეფონო ინტერვიუში და ყვება არჩევნების გაყალბების კიდევ ერთ სქემას, რომელსაც საპატიმრო დაწესებულებებში ე.წ მაყურებლები აორგანიზებდნენ.

"მთავარ არხს" განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელ მსჯავრდებულმა პირმა კონფიდენციალურობის სრული დაცვის მოთხოვნით მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება არჩევნების პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ დაწესებულებაში. 

წყარო მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გვიყვება, რომ ციხეში "კრიმინალური ავტორიტეტების" გავლენები არჩევნების პერიოდში განსაკუთრებულად იზრდება და არაფორმალური მმართველობა ძლიერდება.

"ადმინისტრაცია მეუბნებოდა რომ ჩემს საკანში მყოფი პატიმრები გამეფრთხილებინა ვისთვის მიეცათ ხმა. მეც ვეუბნებოდი გადით, ამას მიეცით ხმა. მე რომ ვეტყოდი რომ ეს უნდა გაეკეთებინა მაგას აკეთებდნენ, მაგათ კითხვები არ უჩნდებოდათ.  რახან ვეუბნებოდი ეგრე იყო საჭირო. 

ქვეყანა პრივილეგიები მქონდა. კომპიუტერი მქონდა საკანში პლუს ბანაობის უფლება კვირაში ორჯერ გვაქვს, მაგრამ მე როცა მინდოდა მაშინ ვბანაობდი. ასევე გასეირნება ჩემთვის პრობლემა არ იყო,როცა მომინდებოდა მაშინ გავდიოდი  ეზოში."

26 ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნების დღეს საპატიმროში ჩატარებული არჩევნები, რომ ტოტალური დაშინებისა და იძულების ფონზე ჩატარდა ამას ადასტურებს ის პირიც, რომელიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნებს აკვირდებოდა. 

"პატიმრების შემოყვანა ხდებოდა ბადრაგების მიერ, იყო შემთხვევები როდესაც თავად ბადრაგებს ჰქონდათ პირადობის მოწმობები პატიმრებით. იყო ასევე გადასატანი ყუთიც ციხეში, მაგრამ მიმართვა რომ პატიმრებს სჭირდებოდათ საკანში ყუთის მიტანა, ამის დოკუმენტაცია არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება რომ პატიმრების ნაწილებისთვის ყუთი საკანში მიეტანათ".

ჩვენი რესპონდენტი,რომელიც სარჩევნო პროცეს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში აკვირდებოდა ამტკიცებს,რომ ე.წ გავლენიან პატიმრებს სხვა მსჯავრდებულები სარჩევნო ყუთებთან ძალის გამოყენებით მიყავდათ. 

"იყო შემთხვევა, როცა სარჩევნო უბანთან გამოცხადდა რამდენიმე პატიმარი რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს რადგან არ უნდოდათ არჩევნებში მონაწილეობა.....პატიმრები უთითებდნენ ერთმანეთში ვისთვის უნდა მიეცათ ხმა." 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი