"გია ჯვარშეიშვილი ძალის გადამეტებით დააკავეს, დაკავების წუთიდან ჩვენთან შეხვედრამდე მას პოლიცია აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას" | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

შშმ პირთა უფლებადამცველის, გია ჯვარშეიშვილის ადვოკატის, ილონა დიასამიძის თქმით, ამ ეტაპზე, ჯვარშეიშვილი არის უკეთ და იმყოფება “ალადაშვილის კლინიკაში”, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ადვოკატის განცხადებით:

  1. გიას დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური;
  2. გიას ინფორმაციით, დაკავების წუთიდან ჩვენთან შეხვედრამდე მას პოლიცია აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც როცა გია ვნახეთ, იყო ძალიან აღელვებული (მცირე ხნით გავესაუბრე, ამიტომ სრულად თვითონ მოგვიყვება);
  3. დაკავებიდან მალევე სასწრაფო დახმარების ექიმების გადაწყვეტილებით გადაიყვანეს კლინიკაში;
  4. კლინიკაში გადაყვანის წუთიდან ათამდე პოლიციელი იმყოფებოდა კლინიკაში, რაც რასაკვირველია გიას მდგომარეობაზე ცუდად აისახებოდა, იყო აღელვებული;
  5. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პოლიცია გიას არ ათავისუფლებს ე.წ ხელწერილის საფუძველზე და არც იმას გვისაბუთებს რა არის დაკავების საჭიროება;
  6. დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მარჯვენა ხელზე არ მოხსნეს ხელბორკილი, გვეუბნებოდნენ რომ თუ კი ექიმი ეტყობა, მხოლოდ მაშინ მოხსნიდნენ;
  7. მხოლოდ რამდენიმე წუთით მომეცა გიასთან საუბრის უფლება, პოლიციამ არ მომცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა;
  8. დილამდე გია დარჩება საავადმყოფოში, შემდგომ უკვე ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, გამოწერენ და გადაიყვანენ წინასწარი დაკავების იზოლატორში ან სასამართლოში/ ან მკურნალობას გააგრძელებს კლინიკაში.
  9. სტანდარტულად, პოლიცია გიას ედება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს.
  10. ჩვენთან საუბრისას პოლიციელს “წამოსცდა” რომ აპირებენ გიას 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვებას, როცა ჩავეკითხეთ რატომ? თავი გაიმართლა მაქსიმუმი გითხარითო.
  11. სახალხო დამცველის აპარატი დაგვეხმარა გიას პოვნაში, მოგვიანებით მათი წარმომადგენელი მოვიდა კლინიკაში.

გია ნახვის წუთიდან გვიმეორებდა, რომ თავს დაცულად არ გრძნობდა, ამიტომ დავრეკე სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე და ვითხოვე, გიასთან დარჩენილიყო მათი წარმომადგენელი, რადგან მას აძლევდნენ გიას შორი ახლოს ყოფნის უფლებას, ჩვენ კი არა.

ცხელ ხაზზე დამპირდნენ, თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი კლინიკაში აღარ იყო, რომელიღაც კარიდან “გავიდა”, რადგან არავის დაგვინახავს როდის გამოვიდა. 

ტელეფონზე საუბრისას თავი იმართლა, რომ მანდატის ფარგლებში რაც შემეძლო გავაკეთეო", - დაწერა გვიან ღამით ადვოკატმა.

გია ჯვარშეიშვილი პოლიციამ გუშინ, 11 იანვარს, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი