ჩეხეთში, ქალაქ მოსტში რესტორანში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა | არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

ჩეხეთში, ქალაქ მოსტში რესტორანში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სამსახურები ავრცელებენ. 

სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, დაშავებულები სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რესტორნიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან 30 ადამიანია ევაკუირებული. ჩეხეთის რადიოს ცნობით, აფეთქების დროს რესტორანში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა.

სახანძრო ბრიგადის სპიკერის პეტრ პელიკუსის თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო დანაყოფი. რესტორანი ხანძრის შედეგად განადგურდა.

სახანძრო ბრიგადის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდა, რაც დაწესებულებაში გამათბობელი ამოტრიალდა და ხანძარი გაჩნდა.

ჩეხეთის პოლიციამ გამოძიება გაუფრთხილებლობით საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხის შემცველ პოტენციურ საქმეზე დაიწყო. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი