"დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა" - კობახიძის მოწოდება პოლიციას

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პროვოკაციებს ელოდება და ოპოზიციას აფრთხილებს. კობახიძე მარნეულში, დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც "ოცნების" წარმომადგენელს სცემეს. კობახიძე დაჭერებსაც აანონსებს:

დედას რომ შეგაგინებენ, აქაც კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ძალადობას არ აქვს გამართლება მაშინაც კი, როცა დედას გაგინებენ. ეს არის ჩვენი მოწოდება. გაგრძელდება პროვოკაციები, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტი პროვოკაცია იქნება და დამძიმდება კიდეც ეს პროვოკაციები. 

დღეს დილით რაც მოხდა ეს პროვოკაციაზე მეტი იყო - მარნეულის შტაბის წევრს დაეჯახა უკნიდან ავტომანქანა და როგორც კი გადმოვიდა ავტომობილიდან, მას თავს დაესხა რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი. სახის ძვლები აქვს დამტვრეული. დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავების მიმართ ეს არის, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი“, - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრს სცემეს. არსებული ინფორმაციით, თემურ შუბითიძეს თავს თავისივე ავტომანქანაში დაესხნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი