რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში "არაღიარების აქტის" ცალკე წარდგენა, რა დამატებით შრეს სძენს ეს უკვე გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ ზომებს, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის. ამის შესახებ დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი "ამერიკის ხმას" ესაუბრა.
"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ - რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ამას აკეთებს. - აცხადებს სტივ კოენი.