ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა ბრიფინგი გამართა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას საპროტესტო აქციისას უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
"ოცნების მავნებლური რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით იბრძვის თავისუფალი აზრის წინააღმდეგ. დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ერთიანობა. ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება" - განაცხადა ვიკა ფილფანმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს.