"რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო" | "ბაბილოსთან" დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, დანიელ ბულკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.

დაკავებულმა ადვოკატს უთხრა, რომ დაკავებისას მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"დანიელ ბუკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მიიღო დაზიანება, რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად შიმშილობს", - თქვა ადვოკატმა.

გუშინ, 12 იანვარს, რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეებმა კორპორატიული წვეულება გამართეს, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს, მათგან 4 ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი