პარლამენტთან აღმართული 400-ლარიანი რკინის ღობის დაზიანებაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. სხდომა 20 იანვრისთვის ჩაინიშნა.
მხარეებს საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობისთვის დრო მიეცათ.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ 400 ლარიანი რკინის ღობის "ზარალი" ჯერ კიდევ ივლისშია ანაზღაურებული.