"ბათუმელების" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მალევე გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე