"საჭიროა ახალი არჩევნები, რათა ნდობა აღდგეს" | ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები თბილისში

გამოქვეყნდა:

თბილისში მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და სამი პროდასავლური კოალიციის ლიდერებს შეხვდა. აუდიენციას გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერიც ესწრებოდა. 

"სიტუაცია რთულია, მაგრამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის შიდა კონფლიქტი მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალური დემოკრატიას შორის. ამიტომ, ჩვენ, ევროპელი ლიდერები, ვალდებულები ვართ, რომ ავიმაღლოთ ხმა, თუ დემოკრატია ზეწოლის ქვეშ არის. ამიტომ, მინდა მივმართო მმართველ პარტიას, რომ სიტუაციის დარეგულირების ერთადერთი შანსი, მას შემდეგ, რაც არჩევნები გაყალბდა, არის ახალი არჩევნების დანიშვნა. გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, რათა ნდობა აღდგეს." აღნიშნა მიხაილ როთმა

ქართველმა პოლიტიკოსებმა მიხაილ როთს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია იმ რეპრესიების თაობაზე, რომელსაც "ოცნების" რეჟიმი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი