აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შეხვდა და მას ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილზე ესაუბრა.
"მადლობელი ვარ, რომ შევხვდი დონალდ ტრამპს. მე მას ვუთხარი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ, ასევე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან კორუფციული სქემების შესახებ, რომელიც აპირებდა მის მკვლელობას. მე ასევე გავუზიარე ჩვენი წერილი "საქართველოს მეგობრები", - წერს უილსონი X-ზე.