ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს შესაძლოა პასუხისმგებლობა დააკისრონ. ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ოდიოზური წევრები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პოლიციაში დაკითხვის შემდეგ ჯერჯერობით თავისუფალი არიან. ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ძალადობაში არიან ბრალდებული, დაუმძიმდებათ თუ არა ბრალდება ე.წ დეპუტატებს უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს.
ოცნების არალეგიტიმური დეპუტატები სკანდალში აბუ-დაბიში საქართველოს მოქალაქესთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო გაეხვნენ. ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები ლაშა გაბიტაშვილს თავს კრიტიკული გამონათქვამების გამო დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელჩართულ ჩხუბში ჩართული იყო ოცნების დეპუტატებთან დაახლოებული გიორგი გოგოლაძეც. მის მიერ ნასროლი თეფში სასტუმროს თანამშრომელს მოხვდა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება.
უფრო ვრცლად ნახეთ ნატალი ჯახუტაშვილის სიუჟეტში.