ოლიგარქის მოსამართლეების კორპორაციული წვეულება პროტესტის ფონზე | კლანის დასაცავად გამოყვანილი სპეცრაზმი და წყლის ჭავლი

გამოქვეყნდა:

ღირსებისგან დაცლილი მოსამართლეები. ორ თვიანი სახალხო პროტესტის, უკიდურესი ძალადობის, ციხეებში ათობით ახალგაზრდის გაშვების, მძიმე  სამოქალაქო კრიზისის მიუხედავად სასამართლო კლანი ურცხვად შეიკრიბა საქეიფოდ. მოსამართლეებმა, რომლებიც ყოველთვის უსიტყვოდ ასრულებენ რეჟიმის დავალებებს, კორპორაციული წვეულება ასობით აქტივისტის ხმამაღალი პროტესტის და დაპატიმრებული ახალგაზრდების დედების შეძახილების მიუხედავად მაინც გამარტეს.

საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და დამცინავი ღონისძიების წინააღმდეგ პროტესტი იმდენად მძაფრი იყო, რომ "ქართულ ოცნებას" საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი კლანის დასაცავად სპეცრაზმის და წყლის ჭავლის მანქანების გამოყვანა დასჭირდა. საბოლოოდ საპროტესტო აქციით და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში ღონისძიება რამდენიმე საათში დასრულდა და ქუჩაში მალვით გამოსულ მოსამართლეებს კი შეკითხვებით დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

მოსამართლეების წინააღმდეგ გამართული პროტესტის გამო გომელაურის ძალოვნებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ამ წუთებში სასამართლოში  უკანონოდ დაკავებული 2 პირის ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს.  

უფრო ვრცლად ნახეთ ნინა მაჩაბლის სიუჟეტში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი