არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, "დროას" წევრი მარიამ სიჭინავა დააკავეს.
დემონსტრაციას "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და მარიამ სიჭინავა ერთად, პიროტექნიკით შეუერთდნენ. ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა პოლიციის მოთხოვნას, რომ მათთვის პიროტექნიკა გადაეცათ ან ტერიტორიიდან გაეტანათ. ელენე ხპშტარიამ და მარიამ სიჭინავამ ე.წ. სამართალდამცველებს განუცხადეს, რომ არ აღიარებენ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს.
პოლიციელებმა მათ პიროტექნიკა ძალის გამოყენებით წაართვეს. ამის შემდეგ, მარიამ სიჭინავამ ფეიერვერკი მაინც გაუშვა და ის პოლიციამ წაიყვანა.
დააკავეს თუ ტერიტორიას განარიდეს "დროას" წევრი ჯერჯერობით უცნობია