აშშ და სომხეთი დღეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერენ

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დღეს, 14 იანვარს აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს. 

ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ანი ბადალიანი ავრცელებს.

მირზოიანი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს.  აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სომხეთის დროით საღამოს 10 საათზე გაფორმდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი