ბელარუსში მიიღეს კანონი, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლების ოპონენტებს შვილების ჩამორთმევა ემუქრებათ

გამოქვეყნდა:

ბელარუსში კანონი მიიღეს, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლების ოპონენტებს შვილების ჩამორთმევა ემუქრებათ. შესაბამისი კანონი გასული წლის 30 დეკემბერს მიიღეს და ის ძალაში, პრემიერმინისტრის ხელმოწერის შემდეგ, იანვრიდან შევიდა.

დოკუმენტის სახელწოდებაა "მინისტრთა საბჭოს დადგენილება სოციალურად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი და სახელმწიფოს დაცვის საჭიროების მქონე ბავშვთა აღიარების შესახებ". დადგენილების მიხედვით, სახელმწიფოს შეუძლია მშობლებს შვილები ჩამოართვას, თუ ბავშვს "სოციალურად სახიფათო მდგომარეობა" აქვს, მათ შორის, თუ არასრულწლოვანზე მზრუნველი პირი ადმინისტრაციული მუხლით არის გასამართლებული.

გარდა ამისა, ბავშვის ჩამორთმევის საფუძველს იძლევა: "დადგინდა ფაქტები მშობლებთან დაკავშირებით, რომ ისინი არ აკონტროლებენ ბავშვის ქცევას და ადგილსამყოფელს"; "ორივე მშობელი ან ერთ-ერთი მშობელი 3 თვეზე მეტია არ მუშაობს ან არ ასრულებს მსგავს საქმიანობას, რომელიც კანონმდებლობით აკრძალული არ არის".

ბელორუსის რესპუბლიკაში მიმდინარე რეპრესიების გათვალისწინებით რეჟიმისადმი არალოიალური მოქალაქეების მიმართ, ასობით ადამიანი და ოჯახი, შეიძლება პოტენციურად ამ "კრიტერიუმებსა და ინდიკატორებში" მოხვდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი