გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინაში მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა და აპირებს განიხილოს ომში მყოფი ქვეყნის შემდგომი დახმარება. ის გაეცნობა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასაც.
"ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანია, როგორც ნატოს უდიდესი ქვეყანა ევროპაში, მხარს უჭერს უკრაინას ბევრ სხვა მოკავშირესთან ერთად“ - თქვა პისტორიუსმა.