პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა" ხვალ, 15:00 საათზე გამართხილებელ, საყოველთაო გაფიცვას უერთდება.
"ჯეპრას" გუნდი უერთდება საქართველოს მოქალაქეების სამართლიან პროტესტს. ჩვენ ვიცავთ ევროპულ, დემოკრატიულ პრინციპებს და მხარს ვუჭერთ:
- ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას
- რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას
- გამოხატვის თავისუფლებას
15 იანვარს, 15:00 საათიდან "ჯეპრა" აჩერებს საქმიანობას და უერთდება საყოველთაო გაფიცვას. საქართველოს ევროპული მომავლისთვის!", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15:00 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაგეგმილი. კომპანიები და მათი თანამშრომლები, რომლებიც უპირისპირდებიან ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას სხვადასხვა დროით მუშაობას შეწყვეტენ. მოთხოვნები უცვლელია - რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. საყოველთაო პროტესტისთვის მზადება დაწყებულია.
ამავე თემაზე: