
"მოგიწოდებთ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში", - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.
"მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განგრძობადი რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება საქართველოში მიუღებელია.
ესტონეთი, როგორც "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე, მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.