რეპრესიების ტალღა ჟურნალისტებზე გადადის. სასამართლო კლანმა ციხეში დატოვა გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი.
ჩვენს კოლეგას ბრალი ედება პოლიციელზე თავდასხმაში. დღეს, სასამართლოში კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და არ აქვს მნიშვნელობა რა წერია ბრალის დადგენილებაში.
უკომპრომისო და მაღალი სანდოობის გამოცემების ხელმძღვანელიც მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, რომ რეპრესიულ სისტემას არ დაემორჩილა. მოსამართლემ არც დაცვის არგუმენტები გაითვალისწინა, არც გირაოს შეთავაზება და ბრალდებულის მიმალვის საფრთხით ახსნა გადაწყვეტილება, რომლითაც ჟურნალისტი მინიმუმ 2 თვე ციხეში დარჩება.
რა ხდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს კლანმა რუსული გეგმით იხელმძღვანელა და კიდევ ერთხელ ივანიშვილის დაკვეთა პირნათლად შეასრულა - უფრო ვრცლად ნახეთ ნათია ტრაპაიძის სიუჟეტში.