გაფიცვა ხვალ, ზუსტად დღის 3 საათზეა დაგეგმილი. წინასწარი განაცხადით, ასობთ ბიზნეს კომპანია აქტიურად ერთვება აქციაში. მსხვილი კორპორაციები საკუთარ თანამშრომლებს გაფიცვის მოწყობაში ხელს არ შეუშლიან, ხშირ შემთხვევაში კი თავადაც ჩაერთვებიან აქციაში.
პოლიტიკური პატიმრების გადარჩენა გაფიცვის მთავარი მიზანია, თუმცა ბიზნეს საქმიანობით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს აჩვენოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რამდენად მძიმე შედეგი ექნება იმ ეკონომიკურ იზოლაციას, რომლისკენაც რეჟიმს ქვეყანა მიჰყავს.
რამდენად მასშტაბური იქნება გამაფრთხილებელი აქცია - უფრო ვრცლად იხილეთ ნინო გაზდელიანი სიუჟეტში.