თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კვლავ პირდაპირ ეთერს ითხოვენ.
დღევანდელ აქციას დაემატა კიდევ ერთი მოთხოვნა: "თავისუფლება "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორს, მზია ამაღლობელს", რომელსაც 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, არამხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გარეთ მყოფი მომიტინგეები, არამედ, ტელევიზიის შენობაში მყოფი თანამშრომლების ნაწილიც, რომლებიც, ასევე სოლიდარობას უცხადებენ კოლეგას.
ჟურნალისტები არიან შეკრებილები ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან, სადაც ისინი ეთერის დათმობას ითხოვენ. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მზია ამაღლობელის დაპატიმრების თემას სათანადო ყურადღება არ დაუთმო.