"ბათუმელების" რედაქტორი ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, შემდეგ კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

გამოქვეყნდა:

განახლება: პროტესტის შემდეგ ეთერ თურაძე და კიდევ ორი ჟურნალისტი, ნესტან ცეცხლაძე და ლიკა ზაკაშვილი პირდაპირ ეთერში შეიყვანეს.

"ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, შემდეგ კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

მისი თქმით, ის სტუდიაში იმყოფებოდა, როდესაც ეთერი დაასრულეს და წამყვანი სტუდიიდან გავიდა, შემდეგ მობრუნდა, გადაცემა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიცია შევარდა და ის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

"ველოდებოდი სტუდიაში. შემოვიდა წამყვანი, გაიკეთა მიკროფონი, მოიტანეს სკამები, წყლის ჭიქები, ჩართეს სტუდია, ამასობაში შემოცვივდნენ  პოლიციელები და ძალის გამოყენებით გამომიყვანეს.

ჩემი აჭარის ტელევიზიიდან გამოძევება უზრუნველყვეს შსს-ს ფორმიანმა თანამშრომლებმა. შესასვლელში არიან ნიღბიანი პირები, რომლების აპირებდნენ ჩემთვის მოეკიდებინათ ხელი. არანიღბიანმა პირებმა გამომაძევეს ეთერიდან. გილოცავთ, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებო, თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი", - ჰყვება თურაძე.

ამ დროისთვის, ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ეთერს ითხოვენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი