ბაჩალიაშვილის საქმეში FBI პროკურატურის პირდაპირი მითითების გამო არ ჩაერთო - ოჯახის ადვოკატები

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები, მიხეილ რამიშვილი და თეონა ქობესაშვილი ამბობენ, რომ საქმეში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) არ ჩაერთო, რადგან ეს პროკურატურის პირდაპირი მითითება იყო. ამასთან დღეს, 30 სექტემბერს ადვოკატები უწყებაში საქმის ახალ მასალებსაც გაეცვნენ. 

პროკურატურას ამერიკაში გაგზავნილ საქმის მასალებში პირდაპირ უწერია, რომ უკვე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, თითქოს ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა ან სხვა პირების გამო თვითმკვლელობამდე მივიდა. მე ვხვდები, რას ემსახურებოდა ეს გზავნილი - პროკურატურამ FBI-ს პირდაპირ მოუწოდა, რომ საქმეში დამატებითი ორგანოების ჩართვა საჭირო არ იყო, - ამბობს რამიშვილი. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი